მამა შალვა “და ჩვენ ვიცეკვეთ”-ზე: ილია ჭავჭავაძემ ამისთვის იწვალა?! ასეთი საზოგადოება რომ გვყოლოდა?!

“ეს ფილმი გავიდა ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეზე. წარმოიდგინეთ, ილია ჭავჭავაძემ ამისთვის იწვალა? ამისთვის ესროლეს ტყვია?”,-ამის შესახებ მამა შალვა კეკელიამ ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ირგვლივ განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

“წარმოდიგინეთ, ეს ფილმი გავიდა ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეზე. წარმოიდგინეთ, ილია ჭავჭავაძემ ამისთვის იწვალა? ამისთვის ესროლეს ტყვია? ამისთვის მოკლეს წიწამურის ველზე რომ ასეთი საზოგადოება ყოლოდა მას და ასეთი ქვეყანა გვქონოდა?! ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეზე  გაუშვეს ეს ფილმი.

მე ვაპირებდი მისვლას და პროტესტის გამოხატვას. მაგრამ, როდესაც დავინახე ის მდგომარეობა, იქ მისვლაზე უარი ვთქვი. არ შეიძლება ქრისტე ასე დაიცვა, ქრისტეს გინებით, ძალადობით ვერ დაიცავ.

პროტესტი რა არის იცით? შენ უნდა მიხვიდე, დადგე და თქვა, მე ამას ვაპროტესტებ, მიუღებელია მამათმავლობის ქადაგება, ეს არის უმძიმესი ციდვა. რა ხელოვნების ნიმუში?! ეს არის გარყვნილების ნიმუში, მდაბიო ფილმია, რომელიც მამათმავლობას ქადაგებს”,-ამბობს მამა შალვა კეკელია.

შეგახსენებთ, 8 ნოემბერს, “ქართული მარშის” წევრებმა და ბიზნესმენ ლევან ვასაძის თანამოაზრეებმა კინოათეატრებთან ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენება გააპროტესტეს.

თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებთან გამართულ აქციებზე რამდენჯერმე მოხდა შეხლა-შემოხლა.

შსს-ს ინფორმაციით, სულ 28 პირია დააკავებული. სისხლის სამართლის დანაშაულისთვის დაკავებულია 1 პირი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის კი 27 პირი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...