მამა შალვა: ჩვენი ტაძარი მცირე ზომის არ არის – სააღდგომო ლიტურგია ღამის თევით ჩატარდება

საქართველოს მთავრობის გადაწვეტილებით სააღდგომო წირვა-ლოცვა დიდ ეკლესიებში მრევლთან ერთად, 2 მეტრიანი დისტანციით ჩატარდება. ხოლო, მცირე ზომის ეკლესიებში, სააღდგომო ლიტურგიაში მრევლი მონაწილეობას ვერ მიიღებს.

ჩატარდება თუ არა თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების ტაძარში სააღდგომო ლიტურგია, რომელიც ზომით დიდი არ არის და რომლის წინამძღვარმა, მამა შალვამ გუშინ განაცხადა: „შენობასაც ვამზადებთ, სადაც დაახლოებით შესაძლებელია 2000 ადამიანი დაეტიოს, სკამებსაც ვუმზადებთ ადამიანებს, ხმის გამაძლერებლებსაც დავამონტაჟებთ.

“აიპრესთან” მამა შალვა აცხადებს, რომ “ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების ტაძარი მცირე ზომის არ არის და სააღდგომო ლიტურგია ღამის თევით ჩატარდება.
ჩვენ დიდი ტერიტორია გვაქს, ადგილები მონიშნულია და დისტანცია დაცულია, ყველაფერი გვაქვს, გახმოვანებაც და ჩავატარებთ ლიტურგიას“- განაცხადა მამა შალვამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად