მამა შალვა: ანიტა ღვთისგან მოვლენილი საჩუქარი იყო, მთელი ქვეყნისთვის დაიბადა

ზუსტად ამისთვის დაიბადა, ბევრი ადამიაინი დაეფიქრებინა”-ბრძანა დეკანოზმა შალვა კეკელიამ ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების ტაძარში ანიტას სულის მოსახსენებელ პანაშვიდზე.

“ანიტა იყო ყველას შვილი. მას ეს მადლი რომ არ ჰქონოდა ღვთისგან, ასე ვერ იქნებოდა. ზუსტად აი ამისთვის დაიბადა ანიტა. ზუსტად ამისთვის რომ დღეს, ასეთი რამ მომხდარიყო. ძალიან ბევრი ადამიანი დაეფიქრებინა. ყველა ადამიანის ამ ქვეყნად მოვლენას აქვს თავისი მისია. ზოგი ამას ახერხებს 80 წლის ასაკში, 80 წელი სჭირდება რომ თავისი მისია შეასრულოს. ზოგს კი 20…

ანიტა ღვთისგან მოვლენილი დიდი საჩუქარი იყო. მთელი ქვეყნისთვის დაიბადა ეს ბავშვი. ეს ყველაფერი მოხდა იმიტომ რომ ადამიანები დაეფიქრებინა, ანიტამ ძალიან ბევრ ადამიანს სიკეთე გაუკეთა. ძალიან ბევრ ადამიანს დაეხმარა.”-ბრძანა დეკანოზმა.

შეგახსენებთ, რომ 2 წლის პატარა ანიტა ფაცაცია საქართველოსა და უცხოეთის კლინიკებში რამდენიმე თვის განმავლობაში მკურნალობდა. მას გულის გადანერგვა ესაჭიროებოდა. ბოლოს ის ინდოეთის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მდგომარეობის დამძიმების გამო, ანიტა 30 იანვარს გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად