მამა შალვა: აღდგომის მსახურებაში ჯერჯერობით სინოდს ცვლილება არ შეუტანია

თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვრის, მამა შალვა კეკელიას განმარტებით, ეკლესია კვლავინდებურად განაგრძობს მსახურებას და ჯერჯერობით არანაირი ცვლილება არ განხილულა.

“აღდგომის მსახურებაში ჯერჯერობით სინოდს ცვლილება არ შეუტანია. ჩვენ ყველანი ველოდებით მისი უწმინდესობის დადგენილებას. ამ ეტაპზე ყველაფერი რჩება ისე, როგორც ადრე იყო.

გუშინ სამების საკათრედრო ტაძარში ჩვენ ვნახეთ ეკლესიის მრევლი როგორ იცავს წესებს. ასევე გუდვილში ვიყავი და 400-მდე ადამიანი მაინც იყო, რომლებიც ძალიან მოწესრიგებულად იდგნენ დიდ სივრცეში.

ეკლესია იცავს ყველა წესს და რეკომენდაციას, რაც არის მოცემული და მე ვერ ვხედავ პრობლემას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ უნდა აგვეკრძალოს მსახურება თუ ჩვენ ყველა წესს დავიცავთ,” – განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად