მამა სერაფიმე: ლუჟკოვი ჩემს მოსაკლავად რომ მოსულიყო, მე ეკლესიის კარს მაინც გავუღებდი

"თუ ქართველ ერს მიაჩნია, რომ მე ვარ ჩემი ქვეყნის მოღალატე, მე დავდებ ჯვარს", – ამის  შესახებ სოფელ ქანდის 13 ასურელი მამის სახელობის მონასტრის წინამძღვარმა, მამა სერაფიმემ გადაცემა "რეაქცია"-ში განაცხადა.  

მამა სერაფიმემ გადაცემაში განმარტა, რომ მოსკოვის ყოფილი მერი იური ლიჟკოვი, სოფელ ქანდაში, 13 ასურელი მამის სახელობის მონასტერში არამეულ ენაზე ლიტურგიის მოსასმენად მივიდა.

"მე არც რუსეთის მონა მინდა ვიყო და არც დასავლეთის, ეს ჩემი პოზიციაა. თუ ასე ფიქრობს საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი, ყველაზე დიდი ჯილდო იმის შემდეგ, რომ მე ქრიტიანი ვარ, დავიბადე საქართველოში,  მე ღიად ვაცხადებ, თუ ასე თვლინ მე დავდებ ჯვარს.

დღეს ისეთი კომენტარი იყო, ასურელი ბავშვები რომ ჩაეხოცა, მაშინ მიიღებდი?!. მე ვაცხადებ, ეს ადამიანი ჩემს მოსაკლავად რომ მოსულიყო, მე სიმით გამოვიდოდი და დავხვდებოდი, მაგრამ ეკლესიის კარს გავუღებდი", – განაცხადა მამა სერაფიმემ. 

ცნობისთვის, გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა მამა სერაფიმეს ფოტო მოსკოვის ყოფილ მერთან, იური ლუჟკოვთან ერთად, რასაც საზოგადოებაში არაერთგვარი შეფასება მოჰყვა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...