მამა პეტრე სააკაშვილზე: ბოკერია თუ ანტიქრისტე იყო, ამდენი ხანი ანტიქრისტე ედგა გვერდით?

პოლიტიკოსები წინასაარჩევმოდ ცდილობენ, რომ პატრიარქთან გადაღებული ფოტოებით, ჯვრებით, ბაიარაღებით ქულები ჩაიწერონ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს დრომოჭმული მეთოდია და აღარ გაჭრის, რადგან 2003 წლის შემდგომ თავისუფლად მოაზროვნე თაობა მოდის და მათ ამ სპეკულაციით ვერ მოატყუებ -განაცხადა მამა პეტრე -კოლხმა გადაცემა რეაქციაში.

“ბოკერია იმ პარტიის წევრი იყო, რომლის ლიდერიც წლების განმავლობაში იყო და არის დღემდე მიხეილ სააკაშვილი.  რატომ მაშინ არ ახსენდებოდა ვთქვათ, თუ ის ანტიქრისტე იყო და მის გვერდით ანტიქრისტე იდგა?

ეს ერთი, მე მახსენდება მეორე ფაქტი, როგორ ჩაეძინა სააკაშვილს პატრიაქრის სავარძელში ელიას მთაზე, ტაძრის საძირკველი რომ იკურთხებოდა. ესეც ალბათ იმ რელიგიის  პოლიტიკის ნაწილი იყო, რომელსაც ის ემსახურებოდა, მაგრამ ძალიან უნიჭოდ  ემსახურებოდა და ამს გამო მას ქულები უფრო მეტად ჩამოერთვა. ის, რომ მან ეთერის საშუალებით დაგვანახა, რომ უკეთია ჯვარი, მაშინ საპირისპიროდ გეტყვით, რომ საქართველოს მეფემ, გიორგი მეთერთმეტემაც გარეგნულად მიიღო ისლამი ირანში და ჯვარი ეკეთა. ქრისტიანობა არ არის ის, რომ გარეგნულად ჯვარი ატარო.” – განაცხადა მამა პეტრემ  გადაცემა რეაქციაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად