მამა პეტრე კოლხი: ხვალ უარესი მოხდება, თუ დღეს ლუკას პროტესტს არ შევუერთდით!

“ხვალ უარესი მოხდება, თუ დღეს ლუკას პროტესტს არ შევუერთდით”,-ასე ეხმაურება მამა პეტრე კოლხი 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში. იგი მიიჩნევს, რომ დღევანდელი სკოლები საბჭოური გადმონაშთია.

“დღევანდელი სკოლები საბჭოური გადმონაშთია…
ჩემზე უმცროსი ხარ და ხმა არ უნდა ამოიღო…
შენზე უფროსი ვარ და შენზე მეტი ვიცი…
არ იაზროვნო…
ზედმეტი კითხვები არ უნდა გაგიჩნდეს…
რამდენი მოზარდის სიცოცხლე უნდა შეიწიროს უკვე ძალიან გამოსაცვლელმა სისტემამ?!
ხვალ უარესი მოხდება… თუ დღეს ლუკას პროტესტს არ შევუერთდით!..”,-წერს მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში. 

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ  “მწვანე სკოლის” ადმინისტრაციას და მოსწავლეებს  შიდა ტერიტორიაზე დახვდათ წარწერა – “ამ ცხოვრების დედაც!”, რის გამო სკოლამ შსს-ს  მიმართა.

აღნიშნულის შემდეგ, 15 წლის ლუკა სირაძე, რომელიც “მწვანეს სკოლის” ყოფილი მოსწავლეა, გამოკითხვაზე დაიბარეს.

გამოკითხვიდან სახლში მისულმა ლუკამ თვითმკველობა სცადა, იგი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან გამოხდა და კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. 15 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო, ის  მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

საია-ს ინფორმაციით,  “მწვანე სკოლის” მოსწავლემ თვითმკვლელობა, სავარაუდოდ პოლიციის თანამშრომლების მიერ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა. 

მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე დღის შემდეგ, 15 წლის მოზარდზე სავარაუდო ზეწოლის ფაქტის გამოძიების დასრულებამდე, პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილეს და გამომძიებელს შეუჩერდათ უფლებამოსილება.

“მწვანე სკოლის” მოსწავლეს  2 დღის წინ ოპერაცია ჩაუტარდა და მის მკურნალობაში უცხოელი ექიმები იყვნენ ჩართული.

ლუკასთვის ჩატარებული ოპერაცია უშედეგო აღმოჩდა, ის გუშინ ღამით გარდაიცვალა.

თბილისის “მწვანე სკოლამ” სამძიმრის წერილი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, სადაც მწუხარებას გამოთქვამს 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით.

წარწერის გამო, შსს-სთვის  მიმართვას და გამომძიებლის მხრიდან სავარაუდო ზეწოლის ფაქტს საზოგადოებაში პროტესტი მოჰყვა. საქართველოს ყველა რეგიონში გაჩნდა შენობებზე წარწერა – “ამ ცხოვრების დედაც!” .

ერთ-ერთი ასეთი წარწერა გაჩნდა “მწვანე სკოლის” კარებთან და მიმდებარე ტერიტორიასთან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად