მამა პეტრე კოლხი: დღეს იშვიათად შეიმჩნევა მრევლის ნაწილში ჯანსაღი აზროვნება

25 თებერვალს კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა პანელ დისკუსია თემაზე “ღმერთი და თავისუფლება“ მოწვეული სპიკერი იყო მამა პეტრე კოლხი.

მამა პეტრე კოლხის განმარტებით, დღეს მრევლის ნაწილში ჯანსაღი აზროვნება იშვიათია.

“ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ათეისტია და რაც ხდება ეკლესიაში მას არ ეხება, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ ყველა ჩვენგანის საქმეა ის, რაც ხდება ეკლესიაში და რასაც ეკლესიურობა ჰქვია.

მიუხედავად იმისა, რომ ღმერთმა არ ქნას და ჩვენი ქვეყანა ვერასდროს გახდება თეოკრატიული სახელმწიფო, ჩვენ ამის მონაცემები მაინც გვაქვს. იმიტომ, რომ დღეს იშვიათად შეიმჩნევა მრევლის ნაწილში ჯანსაღი აზროვნება.

იქ არის აბსოლუტური ფანატიზმი, აბსოლუტური ფანატიზმი და ათეიზმი ერთიდაიგივეა, ორივე გმობს ღმერთს.

ოქროს შუალედი რელიგიაში არის ყველაზე სჭირო და აუცილებელი, ვინაიდან საზოგადოებამ არ მოირგოს მრისხანე მსაჯულის მანტია და არ მიიჩნიოს, რომ მას აქვს უფლება ადამიანები განიკითხოს. ამის უფლება ქრისტეს არავისთვის მიუცია, თვითონ ადამიანები ანიჭებენ საკუთარ თავს ამის უფლებას. ჩვენ როდესაც ამას არ ვაპროტესტებთ სწორად, შედეგად ვიღებთ საზოგადოებას, რომელშიც მრავალი მახინჯი მიმდინარეობა თუ პარტია ყალიბდება.

პარტიაში, რა თქმა უნდა, ვგულისხმობ რელიგიურ ფრთას, რომელსაც ძალიან მახინჯი სახით აწვდიან საზოგადოებას და ადამიანის სულიერ მდგომარეობას უფრო აკნინებენ.

შედეგად ვიღებთ იმას, რომ გარდატეხის ასაკში მყოფ ადამიანს , რომელსაც სურვილი აქვს მივიდეს ეკლესიაში და იყოს გულწრფელი აღსარების დროს უყალიბდება შიში, რომ მას ვინმე არ გაუბრაზდეს, არ გამოაგდონ, მისი აღსარება ხმამაღლა არ გათქვან.

თუ ამ ტიპის შიში არსებობს გამოდის, რომ ეს შიშიც არსებობს ლეგიტიმურად, ან ჩვენ, თავის დროზე ამის საფუძველი მივეცით იმ თაობას, რომელიც დღეს ეკლესიაში მოდის.“-განაცხადა მამა პეტრე კოლხმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად