მამა მიქაელი სინოდის სხდომაზე: მეუფე პეტრე ძალით გაიყვანეს, ხელში ეპისკოპოსის წვერი შერჩა

“მეუფე პეტრე, ძალით იქნა გამოყვანილი სინოდის სხდომიდან, ისე რომ ერთი ეპისკოპოსის წვერი შერჩა ხელში მას.”,- ამის შესახებ მამა მიქაელ ბრეგვაძემ, მეუფე პეტრე ცაავას განცხადებებზე და მის გარშემო განვითარებული მოვლენებზე კომენტირებისას განაცხადა.

“მეუფე პეტრე, ძალით იქნა გამოყვანილი სინოდის სხდომიდან, ისე რომ ერთი ეპისკოპოსის წვერი შერჩა ხელში მას. იძულებული გახდნენ გამოეყვანათ. აქ არ არის რაღაც უბრალო დაპირისპირებაზე საუბარი. საუბარია ან სრულიად შეურაცხადობაზე, ან ისეთ მდგომარობაზე, რომელსაც იყენებდე შეიძლება, ან ლაპარაკია მართლა ღაღაც სერიოზული და საშიში იგეგმებოდა.”,-ამბობს მამა მიქაელ ბრეგვაძე გადაცემა “360 გრადუსში”.

შეგახსენებთ, საპატრიარქოში 31 ოქტომბერს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა, სადაც რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღეს, მათ შორის პეტრე ცაავა მღვდელთმთავრობიდან გაათავისუფლეს.

გარდა ამისა, წმინდა სინოდმა მეუფე იაკობი გააფრთხილა.

ასევე, სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლების შესახებ პრეზიდენტთან უშუამდგომლებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად