მამა მიქაელი: რა აჟიოტაჟიც მოყვა მეუფე იაკობის განცხადებებს, მან ის ფასი გადაიხადა

“ის არის ბოდბელი მთავარეპისკოპოსი. სინოდის წევრობასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს”,-ამის შესახებ ჟურნალისტებს, მამა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა.

“მეუფე იაკობმა გადაიახადა ფასი, იმასთან დაკავშირეთით, რა აჟიოტაჟიც მოყვა მის განცხადებებს. ამასთან დაკავშირებთ გთხოვთ,  კითხვებს ნუ დასვამთ. მეუფე იაკობი რჩება საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრად, ის არის ბოდბელი მთავარეპისკოპოსი. სინოდის წევრობასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს”-ამბობს მიქაელ ბოტკოველი.

შეგახსენებთ, პატრიარქმა წმინდა სინოდის სხდომა 31 ოქტომბერს ჩანიშნა.

ამასთან,  მეუფე იაკობმა 26 ოქტომბერს განაცხადა, რომ მას პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით „ეჩალიჩებოდნენ“. ამ საკითხზე საუბრისას მეუფე იაკობმა აღნიშნა, რომ შეხვედრა მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში შედგა, რომელსაც, მისივე თქმით, ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარია ესწრებოდნენ. აღნიშნული განცხადება მან 28 ოქტომბერს კიდევ ერთხელ დაადასტურა.

ამასთან, მეუფე იაკობი 28 ოქტომბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსობიდან და საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიური საბჭოს თავმჯდომარეობიდან გადადგა.

საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს მართლა მოვაჭრი თავს, – ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა “მთავარ არხთან” განაცხადა.

“ფარცხალაძეს მართლა მოვაჭრი თავს. მე ვუთხარი ფარცხალაძეს, რომ მოვაჭრი თავს” – ამბობს მეუფე.

“მთავარი არხის” ინფორმაციით ბოდბელ მიტროპოლიტთან ინტერვიუ ქორეპისკოპოსობიდან გადადგომამდე 1 დღით ადრე ჩაწერეს..

მეუფე იაკობი ამბობს, რომ ოთარ ფარცხალაძე და უჩა მამაცაშვილი, მის მეგობარს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრს რამაზ ნიკოლაიშვილს15 მილიონის მიტანას სთხოვდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად