"მხოლოდ იმ ინფორმაციას ვფლობთ, რომელიც პროკურატურამ გაასაჯაროვა. გვაქვს სურვილი და თხოვნა, თუ არის ამის საშუალება და საგამოძიებო მოქმედებები იძლევა ამის უფლებას, იქნებ ცოტა მეტი ინფორმაცია მივიღოთ", – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს მდივანმა, მამა მიქაელმა (ბოტკოველი) "რუსთავი 2"-თან განაცხადა.
"საზოგადოება გაკვირვებულია და მათი ინტერესი აბსოლუტურად ლეგიტიმურია", – განაცხდა მამა მიქაელმა.