მამა მიქაელი: აღმოჩნდა რომ, სასულიერო პირი ამზადებდა პატრიარქის ლიკვიდაციას

"ძალიან გვიჭირს, დაუჯერებელი და მოულოდნელი იყო ჩვენთვის. საერო ადამიანის, უცხო ტომის ადამინისგანაც ვერ წარმოვიდგენდით ამას და ფაქტობრივად აღმოჩნდა ისე რომ, სასულიერო პირი ამზადებდა კათოლიკოს პატრიარქის ლიკვიდაციას", – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს მდივანმა, მამა მიქაელმა (ბოტკოველი) "რუსთავი 2"-თან განაცხადა.

"მხოლოდ იმ ინფორმაციას ვფლობთ, რომელიც პროკურატურამ გაასაჯაროვა. გვაქვს სურვილი და თხოვნა, თუ არის ამის საშუალება და საგამოძიებო მოქმედებები იძლევა ამის უფლებას, იქნებ ცოტა მეტი ინფორმაცია მივიღოთ.  საზოგადოება გაკვირვებულია და მათი ინტერესი აბსოლუტურად ლეგიტიმურია.

მე უბრალოდ ხმებს გამოვეხმაურე და არა პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციას, რადგან გაჩნდა საზოგადოებაში აზრი, რომ ასეთი განზრახვა უნდა ყოფილიყო", – განაცხადა მამა მიქაელმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...