მამა კირიონი: ღარიბაშვილთან და ივანიშვილთან საუბრის შემდეგ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის საკითხებმა მიიღო სამართლებრივი და ობიექტური სახე

რამდენიმე დღის წინ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

განაცხადებაში ნათქვამია: “თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.” 

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშორებით პროკურატურამ არქიმანდრიტი კირიონი გამოკითხა.

მოგვუიანებით კი მამა კირიონმა განაცხადა, რომ “ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში შემობრუნების და პარტიის ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთან საუბრის შემდეგ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით არსებულმა საკითხებმა მიიღო სამართლებრივ და ობიექტური სახე, რომელიც აქამდე აკლდა ამ პროცესს.

ირაკლისთვის პრინციპული საკითხი იყო დავით გარეჯის საკითხი. ღარიბაშვილის პოლიტიკაში შემოტრიალების შემდეგ პროცესი განახლდა, აღდგა ჩვენი კავშირები”.

ცნობისთვის, მიუხედავდ იმისა, რომ პროკურატურის გავრცელებულ განცხადებაში არ რის დასახელებული კონკრეტული პირი, ვრცელდება ინფორმაცია რომ აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე პროკურატურამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ დაიწყო.

მიხეილ სააკაშვილმა კი პროკურატურის განცხადების საპასუხოდ განაცხადა: ჩემი პრეზიდენტობის დროს ყველა ქართველს შეეძლო დავით გარეჯში მოლოცვა და ბერად აღკვეცა (ვიდეო)

მოგვიანებით კი „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დავით გარეჯის საკითხზე საქმის აღძვრასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ რადიკალური ოპოზიცია ამ საკითხის პოლიტიზებას ცდილობს. მისი თქმით, წამოცდენა იყო თუ რა იყო,70-80 მილიონი აქვს აღებული თურმე ამ საქმეში სააკაშვილს

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად