მამა კახაბერი: ექიმებმა პატრიარქს მოსკოვში გამგზავრება არ ურჩიეს

მამა კახაბერ გოგოტიშვილის განცხადებით, საქართველოს კათოლოკის-პატრიარქი ილია მეორე მოსკოვში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მიდის.

მისი თქმით, პატრიარქს ჰქონდა სურვილი მოსკოვშ გამგზავრების, თუმცა ექიმებმა მას შორს გზაზე მგზავრობა არ ურჩიეს.

"მეუფე ილარიონი მარტო საქართველოში არ ჩამობრძანებული. ის ყველა ადგილობრივ ეკლესიას ესტუმრა და პირადად გადასცა მოსაწვევი  ყველა ეკლესიის მეთაურს იმიტომ, რომ რუსეთის ეკლესიისთვის ეს არის ძალიან დიდი ზეიმი. მათ აქვთ 100 წლისთავი პატრიარქობის აღდგენისა. ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ამას და უნდოდათ, რომ შეეკრიბათ მთელი მართმადიდებლური ეკლესიის მეთაურები. მისმა უწმინდესობამ მაშინვე ბრძანა, რომ თუკი მე მომცემს ჩემი ჯანმრთელობა ამის საშუალებას, აუცლებლად ვესტუმრები მოსკოვს. ამის შემდგომ, ექიმები სტუმრობდნენ საპატრიარქოს და არ ურჩიეს უწმინდესს შორ გზაზე გამგზავრება თავისი ჯანმრთელობსი სისუსტის გამო",- განაცხადა მამა კახაბერ გოგოტიშვილმა.

საპატრიარქოს დელეგაცია ხვალ მოსკოვში გაემგზავრება, სადაც 4 დეკემბერს დაგეგმილ სადღესასწაულო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. დელეგაციაში სამი მღვდელმთავარი იქნება და მას პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) უხელმძღვანელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად