მამა კახაბერი: არანაირი მონტაჟი არაა, გააგზავნოს დეკანოზის ოჯახმა აუდიოჩანაწერი ექსპერტიზაზე

მამა კახაბერ გოგოტიშვილი "ციანიდის საქმეში" ბრალდებულის მამა გიორგი მამალაძის ძმის თორნიკე მამალაძის განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ საპატრიარქოს მიერ გამოქვეყნებული ვიდეოჩანაწერი არ არის დამონტაჟებული და შეხვედრაზე პატრიარქის მხრიდან ზიარებაზე თანხმობა ნამდვილად არ ყოფილა. 

"როგორ იქნება ესეთი ადგილი ასეთი საუბარი არ შემდგარა საერთოდ. მათ მოითხოვეს ზიარება, მაგრამ ჩვენ არ გვითვამს, რომ ჩვენ შევალთ და ვაზიარებთ. ჩვენ ვუთხარით, რომ პატრიარქისთვის რაც აქვს მას სათქმელი ჩვენ შევალთ, მოვუსმენთ და გადავცემთ პატრიარქს. 

გაგზავნოს ექსპერტიზაზე და ექსპერტიზის დასკვნა მოგვივიდეს. არანაირი მონტაჟი არ არის, ვესწრებოდი თავიდან ბოლომდე და ყველაფერი ვიცი", – განაცხადა მამა კახაბერ გოგოტიშვილმა "პირველთან" სატელეფონო საუბრის დროს. 

შეგახსენებთ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე აცხადებს, რომ საპატრიარქოს მიერ გამოქვეყნებულ აუდიო ჩანაწერში არ არის ის ნაწილი სადაც პატრიარქი თანხმობას აცხადებს დეკანოზის ზიარებაზე. როგორც თორნიკე მამალაძე აცხადებს, თუ ეს ფრაგმენტი არ გამოჩნდება, მაშინ ჩანაწერს წაიღებს ექსპერტიზაზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად