მამა იოსები: შესაძლოა, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ბერი დანაშაულს იბრალებს

მამა იოსები არ გამორიცხავს, რომ ბერი სვიმონ ქავთარაძე დანაშაულს იბრალებს. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამას მისი “ბუნება” აფიქრებინებს.

სასულიერო პირის განმარტებით, დაკავებული თავისი ყველა ნაბიჯით ღირსეული ადამიანია, ამიტომ, ბრალდებულს გვერდში უნდა დაუდგნენ.

“მე მას თავდებში ვუდგები. სამი სასულიერო პირი თავდებში დაუდგა. ეს ერთობლივი, საძმოს გადაწყვეტილებაა. ჩათვალეთ, რომ არა მარტო მე, არამედ მთელი ეპარქია უდგება თავდებში”, – აღნიშნა მამა იოსებმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ.
მისივე თქმით, ერთადერთი იცოდა, რომ ბერს ალკოჰოლთან დაკავშირებით ჰქონდა პრობლემები, რაზეც რამდენჯერმე შემოუჩივლია.

“მან დაგვანახა თავისი ნაბიჯით კიდევ ერთხელ, ჩვენ ვიცით, როგორ მოხდა, რა მოხდა. ეს სასამართლოს გადასაწყვეტია. ძალიან მძიმე დანაშაულია. ყველა დანაშაულზე უნდა აგოს პირმა პასუხი. მე ისიც მეგონა, დონკიხოტობა საიდან მოიტანა ამ ადამიანმა მეთქი. ამასაც დიდი საფუძველი აქვს, იმიტომ, რომ ამ ადამიანს კარგად ვიცნობ.

მას რომ ჰქონდა ალკოჰოლთან პრობლემები, ეს ვიცოდი. რამდენჯერმე შემოუჩივლია ჩემთვის. არ გამოვრიცხავ, რომ იბრალებს, მისი ბუნებიდან გამომდინარე. არ მჯერა, რომ ამ ადამიანმა ეს ჩაიდინა”, – აღნიშნა მან

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად