მამა ილიას ცხედარი ამ წუთებში თბილისის აეროპორტში ჩამოასვენეს (ფოტორეპორტაჟი)

ამ წუთებში, თბილისის საერთშორისო აეროპორტში მამა ილია კარტოზიას ცხედარი იტალიიდან ჩამოსვენეს. 
აეროპორტში იმყოფებიან საპატრიარქოს წარმომადგენლები, მეუფე იაკობი, მგალობელთა გუნდი და მრევლი.

ცხედარს სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ. 19 იანვარს მამა ილია(კარტოზია) ცხედარი სვეტიცხოველში იქნება გადასვენებული. სამშაბათს, 20 იანვარს წირვის შემდეგ მამა ილიას (კარტოზია) მისი ანდერძისამებრ, წმინდა დავით აღმაშენებელის მამათა მონასტერში დაკრძალავენ. შეგახსენებთ, რომ იტალიურ ბორანზე მყოფი დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი მამა ილია(კარტოზია) გარდაცვლილი იპოვეს. ოფიციალური სიების მიხედვით ბორანზე, ეკიპაჟის წევრების გარდა, 478 მგზავრი იყო. ბორანს 28 იანვრის ღამეს, ბერძნულ კუნძულ ოტონიდან 33 საზღვაო მილის დაშორებით ცეცხლი გაუჩნდა. დაზიანების შედეგად ხომალდმა მართვა დაკარგა და დინებამ ალბანეთის ნაპირისკენ წაიღო.

ფოტო: ალეკო შარვაძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად