მამა გიორგი ზვიადაძე: წმინდა სინოდის სხდომის გამართვა არ იგეგმება

"წმინდა სინოდის სხდომის გამართვა არ იგეგმება. გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს", – ამის შესახებ, პატრიარქის პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა. 

"ყველას მოგეხსენებათ, რომ ეკლესია იმართება საეკლესიო სამართლის ნორმებით, ეკლესიის კანონიკური ნორმებით. ამიტომ, სინოდის მოწვევის უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს ეკლესიის მწემსმთავარს. 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნებართვის გარეშე, არავის აქვს უფლება სინოდის სხდომა მოიწვიოს. წელიწადში ორჯერ იმართება სინოდის სხდომა. თუ პატრიარქი საჭიროდ ჩათვლის, ის ეთათბირება მღვდელმთავრებს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლსიის სინოდის წევრებს. ამის შემდეგ, პატრიარქი თავის ქორეპისკოპოსს ავალებს, რომ შეატყობინოს საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრებს, რომ სხდომა გაიმართება ამადაამა რიცხვში. ასეთი სხდომა ჯერჯერობით არ იგეგმება", – განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად