მამა გიორგი ზვიადაძე: შფოთის საფუძველი დღეს ეკლესიაში არ არსებობს

"ბოლოდროინდელი მოვლენებით ეკლესიას დიდი ზიანი მიადგა“, – ამის შესახებ პატრიარქის პროტოპრესვიტერი მამა გიორგი ზვიადაძემ გადაცემა "მთავარი თამარ ჩიქოვანთან" განაცხადა. 

„პიროვნება რომელმაც შეიძლება შეცდომა დაუშვა, საკუთარ თავს მისცა უფლება განცხადება გაეკეთებინა, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა პატრიარქთან შეთანხმების გარეშე, მაგრამ ამავე დროს არცერთმა ჩენგანმა არ უნდა მივცეთ თავს უფლება, რომ მღვდელმთავარი განვიკითხოთ.

ყველას მეტად სინოდს მართებს იმსჯელოს ამაზე და თავად სინოდს თუ ექნება სათქმელი, სინოდი და პატრიარქი ეტყვის სათქმელს მღვდელმთავარს და მიუთითებს ამ საქციელზე.

ჩვენ ამისგან თავი უნდა შევიკავოთ. ეკლესია ძალიან დაზიანდა. მართლმადიდებელი ეკლესია და ჩვენი საზოგადოება მოექცა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ქვეშ. ყველა უნდა ვაცნობიერებდეთ ამ პასუხისმგებლობას. ადამიანებასაკუთარ თავს მისცეს უფლება ძალინ ხმამაღალი განცხადებები გაეკეთებინათ ამ ვითარებაზე ,რაც შეიქმნა ეკლესიაში. 

ბუნებრივია, ეს დიდი სირთულე იყო. ვფიქრობ, თავიდათან ყველაფერი მშვიდდება და რა თქმა უნდა ასეც უნდა წარიმართოს, იმიტომ რომ, საფუძველი შფოთის დღეს ეკლესიაში არ არსებობს. თუ კი არის მწვავე საკითხები, ეს საკითხები უნდა გადაწყდეს სინოდის სხდომაზე. არსდროს არცერთ ეპოქაში არ ყოფილა, ეკლესია სირთულისა და გამოწვევის წინაშე არ ყოფილიყო. ყოველთვის არსებობს ეს სირთულეები, მაგრამ ეს სირთულეები უნდა გადაწყდეს ეკლესის შიგნით. წმინდა სინოდის დადგენილება უნდა იყოს ის უმაღლესი დადგენილება, რასაც აქვს ყველაზე მაღალი ავტორიტეტის ყველა სამღვდელო პირისთვის და ეკლესიის ყველა წევრისთვის", – განაცხაა მამა გიორგი ზვიადაძემ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...