მამა გიორგი: პატრიარქს შესწევს ძალა უწინამძღოლოს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას

"პატრიარქის ყველაზე დიდი დამსახურებაა, სულიერების ეკლესიური აღორძინება. ერთადერთი რასაც ეკლესია აკეთებს ეს არის ემსახუროს საზოგადოების განწმენდას, განათლებას და საზოგადოების ცხონებას, რაც არის უმაღლესი მიზანი ნებისმიერი ადამიანისთვის", – ამის შესახებ პატრიარქის პროტოპრესვიტერი მამა გიორგი ზვიადაძემ გადაცემა "მთავარი თამარ ჩიქოვანთან" განაცხადა.

"პატრიარქმა გააკეთა ის რომ, ეკლესიის მაცხოვნებელ წიაღში შემოიკრიბა ყველა ადამიანი, ეკლესიისგან გაუცხოებული ინტელიგენცია დააბრუნა ეკლესიის წიაღში.

დარწმუნებული ვარ, საზოგადოება სწორად გაიგებს, რომ ყოველგვარი ასეთი ქმედება არის ეკლესიის დისკრედიტაციისკენ მიმართული ნაბიჯი. დაუშვებელია რომელიმე ადამიანი ან ადამინთა ჯგუფი ცდილობდეს იმას, რომ ეკლესიას ზიანი მიაყენოს.

ეკლესიისთვის ზიანის მიყენება ნიშნავს იმას, რომ გვქონდეს მცდელობა  საკუთარ თავს მიავაყენოთ ზიანი. ყველზე დიდი ინსტიტუტი და ერთადერთი მაცხოვნებელი წიაღი არის ეკლესია. ეკლესიის მნიშვნელობა ყველა ადამიანმა უნდა გააცნობიეროს. 

ის რაც პატრიარქმა აღსაყდრების შემდეგ, მისი მიღვაწეობის დღიდან გააკეთა არის ის რომ, პიროვნული მაგალითი მისცა საზოგაოდებას და ქვეყანას, რომ ეკლესიის წიაღის გარეშე შეუძლებელია სულიერი, განათლებული და წმინდა ცხოვრება.

ეკლესიას ყოველთვის ექნება განსაკუთრებული პატივისცემა საზოგადოებისადმი, ყოველთვის ექნება ის თავშეწირული მსახურება, რაც დღეს პატრიარქის წინამძღოლობით ეკლესიას ახასიათებს.

პატრიარქის საფიქრალი არის ყველაზე მეტად საქართველო. ღვთის მადლით ოპერაცია წარმატებით დამთავრდა, პატრიარქი ჯანმრთელად არის. საოცარი პიროვნებაა თვითონ, როცა ჩამობრძანდა მადლობა გადაუხადა გერმანელ ხალხს, ექიმებს, სამედიცინო პერსონალს. შემდეგ სპეციალური წერილი დაწერა და მადლიერების წერილი გაუგზავნა მათ.
ის თავს კარგად გრძნობს, მას ძალიან ნათელი გონება აქვს. პატრიარქს შესწევს ძალა თავად უწინამძღოლოს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ეს არის ძალიან დიდი სიმშვიდე მთელი საქართველოსთვის", – განაცხად მამა გიორგიმ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...