მამა გიორგი: პატრიარქს, მიუხედავად ხანდაზმული ასაკისა, ნათელი გონება და მტკიცე მეხსიერება აქვს

მიუხედავად ხანდაზმული ასაკისა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს  უაღრესად ნათელი გონება და მტკიცე მეხსიერება აქვს, მას მტკიცედ უპყრია ხელში საქართველოს ეკლესიის მმართველობის სადავეები, –ამის შესახებ, პატრიარქის პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.

"შეიძლება, ძალიან ბევრი ადამიანი დაბრკოლდა ამ ამბების შედეგად, გარკვეული ზიანიც მიადგა საქართველოს ეკლესიას საერთაშორისო პრესტიჟს. მე მინდა ვუთხრა ყველას, რომ ეკლესიაში შფოთის არავითარი მიზეზი არ არის.

სქართველოს ეკლესია პატრიარქის წინამძღოლობით, მიუხედავად იმისა, რომ ხანდაზმული ასაკის გახლავთ, მას უაღრესად ნათელი გონება და მტკიცე მეხსიერება აქვს. მას მტკიცედ უპყრია ხელში საქართველოს ეკლესიის მმართველობის სადავეები და ძალინ დიდი სიმშვიდე უნდა იყოს იმასთან დკავშირებით, რომ ყველაზე არსებითი, რაც არის ეკლესიისთვის, ის უბიწოდ იცავს წმიდა სარწმუნოებას, მართმადიდებელი ეკლესიის რწმენას და მთელი ერთგულებით, სიყვარული და პატივისცემი ემსახურება საქრთველოს მოსახლეობას", – განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად