მამა დოროთე: სამღვდელოებიდან ძალიან ბევრი აიცრა  და არ გვევგონა, თუ ჩვენი აცრა ასეთ ხმაურს გამოიწვევდა

“ჩვენ არ ვყოფილვართ პირველები, სამღვდელოებიდან ძალიან ბევრი აიცრა  და არ გვევგონა, თუ ჩვენი აცრა ასეთ ხმაურს გამოიწვევდა. რა თქმა უნდა, ჩემი ახლობლებისთვის, ვისაც ნდობა არა აქვს, ვისაც ჭირდება ეს აცრა აუცილებლად ავადმყოფობიდან, ვირუსის სივერაგიდან გამომდინარე,  მათთვის დავდე, რომ მე ეს გავიკეთე. “

ამის შესახებ სამების მღვდელმა, მამა დოროთემ “ტვ პირველის” ეთერში მას შემდეგ განაცხადა, რაც რამდენიმე სასულიერო პირთან ერთად “სინოფარმით” აიცრა, სოციალურ ქსელში ფოტოები გაასაჯაროვა და საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი დამოკიდებულება მოჰყვა.

“ერთი რამ უნდა დავაზუსტოთ. ჩემი მოწოდება არ არის ეკლესიის მოწოდება და არც სამღვდელოების მოწოდება არ არის ეკლესიის მოწოდება. ჩვენ ყველაზე მეტად უნდა ვენდობოდეთ იმას, რაც თქვა სინოდმა და სინოდმა განაცხადა, რომ ვისაც სურვილი აქვს, აცრა გაიკეთსო და არცერთ მღვდელს არა აქვს უფლება, ვინმეს აუკრძალოს ამის გაკეთება და უთხრას, რომ ეს არის  სატანის. ამის უფლება მღვდელს უკვე არა აქვს. სინოდმა თქვა, რომ არ უნდა იყოს  დევნის ობიექტი ის. ვინც გაიკეთებს და არც ის იყოს დევნის ობიექტი, ვინც არ გაიკეთებს. აქედან გამომდინარე, ეკლესია არის სინოდი და არა რომელიმე მღვდელი. ნუ მიაქცევთ ყურადღებას და ნუ გაარეკლამებთ იმ ადამიანებს, ვინც ანტივაქსერია. როცა ფოტო დავდე, ვგრძნობდი პასუხისმგებლობას ვაქცინის მიმართებაშიც… არა მხოლოდ საქართველოში, უცხოეთშიც ბევრია ანტივაქსერი…ორი პასუხისმგებლობაა: ერთი რომელიც ამბობს, რომ არ გაიკეთოთ, მეორე, რომელიც ამბობს, რომ მე გავიკეთე და გაიკეთეთ. ამ ორი პასუხისმგებლობიდან, ვფიქრობ, ძალიან მძიმე პასუხისმგებლობას იღებს ის ადამიანი, ვინც ამბობს, არ გაიკეთოთ, რადგან ათასები კვდებიან. ამ პასუხისმგებლობას მე არ ავიღებ და ვერ ვეტყვი, როცა ადამიანი კვდება და ერთი ჩხვლეტა შველის. მრევლში ბევრი მყავს ექიმი, ისინი ჩვენ ხომ გვანდობენ სულს და მე რა უფლება მაქვს მათ ჩემი ხორცი არ ვანდო. მრევლიშიც მყავს პატიოსანი ექიმები და ვფიქრობ, რომ საქართველოში ექიმების დონე არანაკლებია, მაღალი კვალიფიკაციის არიან და ჯობია, დავუჯეროთ.” – განაცხადა მამა დოროთემ.

კომენტარები
იტვირთება...