მამა ბასილი and then we danced-ზე: ფილმის მიზანია ერთსქესიან ადამიანებს ვნებიანი ლტოლვა ჩამოუყალიბოს

ამის შესახებ, თელეთის ხარების ტაძრის მღვდელმა მამა ბასილმა (იაშაღაშვილმა), ფილმ and then we danced-ზე საუბრისას განაცხადა.

თელეთის ხარების ტაძრის მღვდელი მამა ბასილის თქმით, ფილმი ‘and then we danced” ერთსქესიან ადამიანებში ვნებიანი ლტოლვის ჩამოყალიბებას გამოიწვევს.

“ამ ფილმის მიზანი არის ერთსქესიან ადამიანებში ვნებიანი ლტოლვა ჩამოაყალიბოს. უეჭველად, აბა ახალგაზრდა იქნება ეს თუ დიდი იქნება, როდესაც უყურებს ამ ფილმს, შეიძენს ამ ფილმის თვისებებს,” – აცხადებს თელეთის ხარების ტაძრის მღვდელი მამა ბასილი.

ავჭალის ქეთევან წამებულის ტაძრის მღვდლის მამა ლევანის თქმით, ფილმი მამათმავლობის პროპაგანდაა.

“წმინდა წერილი პირდაპირ ამ ცოდვას სისაძაგლეს უწოდებს. შესაბამისად, ჩვენ ყოველგვარი ასეთი გამოვლენის შემდეგ, ყოველთვის გამოვთქვამთ პროტესტს,” – განაცხადა მამა ლევანმა.

ცნობისათვის: საქართველოს კინოთეატრებში 8 ნოემბრიდან ლევან აკინის ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ გამოჩნდება, რომელიც ქართულ-ფრანგულ-შვედური ნამუშევარია.

ფილმმა უკვე მიიღო არაერთი საერთაშორისო ჯილდო, მათ შორის ჩიკაგოს, სარაევოსა და ოდესის კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა.

აღნიშნული ჩვენების ჩაშლას გეგმავენ, როგორც საპატრიარქოს ნაწილი, ისე “ქართული მარშის” წარმომადგენლები, რომლებიც აანონსებენ, რომ ამ ფილმის ჩვენებას ყველა კინოთეატრში ჩაშლიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად