მამა ანდრია: ვიცოდით, რომ სასულიერო პირი კი არა მამამისი იყო დაკავებული… საპატრიარქო დასკვნას დაელოდება

ვიცოდით, რომ სასულიერო პირი კი არა მამამისი იყო დაკავებული, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან სამსახურის უფროსმა მამა ანდრია ჟაღმაიძემ “კურიერთან” საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საპატრიარქო სამართალდამცავი ორგანოების დასკვნას დაელოდება.

“მე ვიცოდი ამ შემთხვევაზე, რომ სასულიერო პირის მამა იყო დაკავებული. გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს სასულიერო პირი დააკავეს. ეს მერე უარყო შსს-მ. სინამდვილე იყო, რომ სასულიერო პირი კი არა, მისი მამა იყო დაკავებული. ამანათი მიიღო, რომელშიც აღმოჩნდა ნარკოტიკული ნივთიერება. საპატრიარქო დაელოდება, რა დასკვნას გააკეთებს სამართალდამცავი ორგანოები. შეიძლება ტყუილად ედავებოდნენ, ან მართალი იყოს. ჩვენ წინასწარ არ გვაქვს საშუალება, რომ ახლა გამოძიება ვაწარმოოთ”, – განაცხადა მამა ნადრია ჯაღმაიძე.

შეგახსენებთ, ზუგდიდში, ათონის მთაზე მოღვაწე ბერი ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად