მამა ანდრია: ვისაც ინტერესი კვლავ რჩება, დაელოდოს, ვიდრე ეკლესია არ გამოერკვევა შიდა პრობლემებში

“ეს საკითხი შეიძლება დადგეს მაშინ, თუ ამას მიუბრუნდება საპატრიარქო და ეპისკოპოსები, თუმცა აქამდე არ ყოფილა ეს საკითხი განხილული”, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ “ტვ პირველის” გადაცემა “ხალხის პოლიტიკაში” მეუფე იაკობის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც მეუფემ თქვა, რომ ილია მეორის პატრიარქის პოზიციიდან ჩამოშორება იგეგმებოდა, სადაც ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები – გიორგი კვირიკაშვილი, გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური იყვნენ ჩართულები.

“პროკურატურას უნდა აღეძრა თუ არა ეს საქმე, მე მგონი ეს კითხვა ჩემი მისამართით არ უნდა იყოს. მე არ მაქვს წარმოდგენა არანაირ პროცედურაზე – რა შემთხვევაში უნდა აღძრას პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე თუ სხვა რაიმე ძიება. ალბათ ეს მათი გადასაწყვეტია. ჩემთვის მნიშვნელოვანია შიდა სივრცეში იყოს გარკვეული საკითხები, რაც მნიშვნელოვანია და რაც დგას ეკლესიის წინაშე.

საპატრიარქო და ეკლესია თავის სფეროში ცხოვრობს. ეკლესიას აქვს სულიერი ცხოვრების გარემო და შესაძლოა ბევრი პროცესი, რაც შიგნით ხდება ეკლესიაში, რაღაც დრომდე არ ხდებოდეს მისი გასაჯაროება. ასე, რომ ვისაც ეს ინტერესი კვლავ რჩება, უნდა დელოდოს,იმას ვიდრე ეკლესია არ გამოერკვევა ამ შიდა პრობლემებში. ნუ ვთხოვთ ეკლესიას, რომ მყისიერად ჰქონდეს რეაგირება”, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად