მამა ანდრია სარია საპატრიარქოზე: წერილში დეტალურად არის აღწერილი როგორ ილანძღებოდნენ მეუფე პეტრეს მისამართით -ეს განსახილველი თემა არ არის?

“საეკლესიო კანონმდებლობით ხანდაზმულობა არა აქვს საეკლესიო ბრალდებას. ეს არის ორმაგი სტანდარტი!”

ამის შესახებ მღვადელმონაზონი ანდრია სარია სოციალიურ ქსელში Facebook წერს და მის მიმართ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გაგზავნილ შეტყობინებას აქვეყნებს:

“საპატრიარქომ ასეთი ზოგადი ფორმით ისურვა ჩემთან დაკავშირებით საუბარი:
“მღვდელ-მონოზონ ანდრია სარიას
გაცნობებთ, რომ მცხეთა-თბილისის მუდმივმოქმედი ეპარქიული კომისიის წინაშე ახსნა-განმარტებებისათვის დაბარებული ბრძანდებით პარასკევს 13:00 საათზე.
მიზეზი:
მასმედიის საშუალებით წმინდა სინოდის წევრებისა თუ ცალკეული სასულიერო პირების მისამართით გაკეთებული შეურაცმყოფელი განცხადებები, რისთვისაც ადრეც დაგედოთ საეკლესიო სასჯელი”.

პირველ რიგში, 2018 წელს წარდგენილ ბრალდებაზე მოვითხოვ საუბარს და სასჯელის დაკისრებას ხსენებულ სასულიერო პირებზე. ამათგან შერჩევითი სამართალი ხომ ამოუწურავია. წერილში დეტალურად არის აღწერილი როგორ ილანძღებოდნენ მეუფე პეტრეს მისამართით. ეს განსახილველი თემა არ არის? საეკლესიო კანონმდებლობით ხანდაზმულობა არა აქვს საეკლესიო ბრალდებას. ეს არის ორმაგი სტანდარტი!”-წერს მამა ანდრია სარია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...