მამა ანდრია სარია: საპატრიარქო ერთი დიდი ბოროტი გუნდია

ამის შესახებ,მღვდელ-მონაზონმა მამა ანდრია სარიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მღვდელ-მონაზონ ანდრია სარიას განცხადებით, საპატრიარქო “ბოროტი გუნდია”

” თუ ვინმეა ამ საქმეში დამნაშავე, ეს არის საპატრიარქო, თუ ვინმეა უგულო და სახარებას თუ ვინმე არღვევს, ეს არის საპატრიარქო. ვფიქრობ, რომ მამა გიორგი არის პირადი ტყვე. საქმეებზე დაკვირვებით ვამბობ, რომ არა მხოლოდ შორენა თეთრუაშვილი ან კონკრეტული პირები, ეს არის ერთი დიდი ბოროტი გუნდი, რომელიც მას ამყოფებს საპატიმროში, ბოროტი გუნდი არის საპატრიარქო. ადრე ითქვა, რომ ეს არის საპატრიარქოს ბანდა. ეს ადამიანები დღემდე არ ცხრებიან და ცდილობენ ნელ-ნელა გაანადგურონ ადამიანები, იმისათვის, რომ არ ილაპარაკონ და არ წამოიწიოს ის პრობლემები, რომელშიც წვლილი თავადვე აქვთ.”,-ამბობს მამა ანდრი სარია.

ცნობისთვის, მამა ანდრია სარიამ დეკანოზი გიორგი მამალაძე ციხეში აზიარა.

საქართველოს პრეზიდენტმა საშობაოდ დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად