მამა ანდრია (სარია): ძალიან ბევრი კრიმინალური ცნობიერების ადამიანი აღმოჩნდა ეკლესიაში

“ნებისმიერი საქმე, რომელიც  გარჩევით იწყება და ტრაგედიით მთავრდება, ეს არის კანონის უარყოფის შედეგი და რა თქმა უნდა, ხელსიუფკების პრობლემა”.

ამის შესახებ მღვდელ-მონაზონმა ანდრიამ (სარია) ტვ “პირველის” “დღის ამბებში” დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ რისი მაგალითია გორგი შქარაშვილის საქმე.

მისივე თქმით, კრიმინალი მაშინ იმატებს ქვეყანაში, როდესაც კანონის უზენაესობა ირღევევა.

“იგივეა ეკლესიაშიც. ჩვენ ვიხილეთ რამდენიმე გარჩევა ავტომატებით სასულიერო პირებს შორის და არაერთი ასეთი მაგალითი გვახსოვს, იგივე ეკლესიაში, როდესაც საეკლესიო კანონი არ მუშოაბს, იწყება ქურდული კანონი, ძველბიჭური ცნობიერება მახინჯი ფორმებით. ხელისუფლება როდესაც მოწოდების სიმაღლეზე არ დგას და პირიქით, დამხმარე ინსტრუმენტად ჰყავს ასეთი ადამიანები. წარმოამდგენლობა, რომლებიც პირდაპირ უარყოფენ კანონს. მახსოვს, პოლიციელებს ძაღლებს უწოდებდნენ, არავითარ კავშირში არ შედიოდნენ მათთან. ასეთი კანონდარღვევები დღესაც არის,როდესაც ისინი თავის თავს სახელმწიფოსა და კანონზე მაღლა აყენებენ, იგივე ჯარში წასვლა მათთვის პრობლემაა.  ეკლეისშიც იგივე ხდება. ადამიანებმა ეკლესიას შეაფარეს თავი, როდესაც გამკაცრდა მათ მიმართ კანონები. ძალიან ბევრი კრიმინალური ცნობიერების ადამიანი აღმოჩნდა ეკლესიაში და მათ ასე ადვილად ვერ ტოვებს კრიმინალური ცნობიერება. დღესაც მათი სული აქეთ ექაჩება. იაკობი არ ყოფილა ძველი ბიჭი, მაგრამ იყო ჩვეულებრივად ბანდფორმირების წევრი. ცოცხალი მაგალითი რომ დავასახელოთ, როდესაც ის გამოდის ეთერით, ჩვენ ერთგვარად ძველი ბიჭის პოზიციიდან ვხედავთ ამ ადამიანს. როდესაც ტაძრებს აშენებენ კრიმინალური ცნობიერების ადამიანები, დოვლათს სწირავენ.წარმოიდგინეთ, სასულიერო პირებს რაში აწყობთ მათთან კონფრონტაცია და გაუგებრობა. პირიქით, მათი სურვილი რაც არის, დოვლათის და ფულის შემოტანა ეკლესიაში, მათი მხრიდანაც ხელშეწყობილია. ეს არის ძალიან ცუდი და მანკიერი პრაქტიკა. სანამ არ აღმოფრხვრება ეს, შეუძლებელია, ჩვენ უკეთესი მომავალი შევქმნათ” განაცხადა მამა ანრია სარიამ.

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად