მამა ანდრია სარია: დროებით მმართველს ვაცალოთ ჩამოსვლა, მერე თქვენც გაიგებთ მას რის უფლება ექნება

მარტვილის წმინდა ამბროსი აღმსარებლის მამათა მონასტრის წინამძღვრის მამა ანდრია სარიას განცხადებით, მეუფე პეტრეს გადაყენება შოკი აღმოჩნდა მოსახლეობისთვის, თუმცა ეკლესიის ისტორიას ახსოვს უამრავი გადაწყვეტილება გადაყენებებთან დაკავშირებით, მათ შორის იოანე ოქროპირიც გადააყენეს სიმართლის თქმისათვის და ეს არახალია.

,,ჩვენ არ ვეგუებით უსამართლობას, შეუძლებელია შევეგუოთ უსამართლoბას, უსამართლო გადაწყვეტილებებს. ჩვენი მოთხოვნა იქნება, როგორიც საჭიროა და ჯერ არს ისე იქნეს განხილული ყველა საკითხი და აღტკინებებით და გულის ემოციებით. მოდი, ასე ვთქვათ, დროებით მმართველს ვაცალოთ ჩამოსვლა, როცა ჩამოვა მერე თქვენც გაიგებთ მას რის უფლება და მოვალეობები ექნება და ჩვენ როგორ ვუყურებთ მას,”- განაცხადა მან.

ამ წუთებში მარტვილში, მეუფე პეტრეს რეზიდენციაში ეპარქიაში შემავალ ეკლესიებში მოღვაწე სასულიერო პირები იკრიბებიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად