მამა ანდრია (სარია) : ჩემთვის მღვდელმოქმედების აკრძალვა სადამსჯელო ღონისძიებაა

მღვდელმონაზონ ანდრია (სარიას) მღვდელმოქმედება აეკრძალა, – ამის შესახებ ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებაში, რომელიც 20 იანვრით თარიღდება.

მანამდე, ანდრია სარია 17 დეკემბერს საპატრიარქოში ჭყონდიდის ეპარქიიდან გათავისუფლების ოქმის გასაცნობად დაიბარეს.

სასულიერო პირი ამბობდა, რომ საპატრიარქოს მხრიდან ნებისმიერი გადაწყვეტილება ცალმხრივია და მას სადამსჯელო ხასიათი აქვს.

“ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც ისინი იღებენ გაფრთხილებას არქმევენ, მაგრამ რეალურად ეს არის სადამსჯელო გადაწყვეტილებები, შეიძლება რეპრესიებიც ვუწოდოთ ამას, იმიტომ რომ ის ორმხრივი შეთანხმება არ არის. რაც არ უნდა ეწეროს იმ ოქმში, ეს არის სადამსჯელო ღონისძიება“, – ამბობდა მამა ანდრია სარია.

მამა ანდრია სარია, რომელიც ინჩხურის ტაძრის წინამძღვარი იყო, ჭყონდიდის ეპარქიიდან გასულ კვირაში გაათავისუფლეს. მღვდელ-მონაზონი ამბობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ეპარქიის ახალმა მიტროპოლიტმა გრიგოლ კაციამ მიიღო.

ცნობისთვის, პატრიარქმა მამა ანდრია (სარიას) მღვდელმოქმედება შეუწყვიტა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად