მამა ანდრია: სანამ ცნობილი არ არის აზერბაიჯანის მხარესთან მოლაპარაკების შედეგები, მნიშვნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნება

ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმღვანელი მამა ანდრია(ჯაღმაიძე) სოციალურ ქსელში წერს.

“სანამ ცნობილი არ არის აზერბაიჯანის მხარესთან მოლაპარაკების შედეგები, მნიშვნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნება. საქართველოს საპატრიარქო მუდმივად ადევნებს თვალს პროცესს და ველოდებით ბატონი დავით ზალკანიანის და უშუალოდ პრემიერ მინისტრის ჩართულობით მიმდინარე დიალოგის რეზულტატს. როგორც ადრევე იყო საპატრიარქოს განცხადებაში ნათქვამი, მნიშვნელოვანია მკაცრად იყოს დაცული ქართული სახელმწიფოსა და ეკლესიის ინტერესები”, – წერს მამა ანდრია.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში აგილობრივი გიდი,ზვიად ანანიაშვილი ავრცელებს ინფორმაციას და ფოტოს, რომ “მონასტრის მიმართულებით ხდება გზის გამოყვანა, აზერბაიჯანის მხრიდან. გზის სამშენებლო ტექნიკა მობილიზებული ყავთ და შეუჩერებლად მუშაობენ. ეს ყველაფერი იმის ფონზე როდესაც ჩვენ არ გვაძლევენ უბრალოდ ასვლის უფლებასაცკი, მიმდინერე მოლაპარაკებების გამო. მივმართავ მათ ვისაც ხელეწიფება ამ ინფორმაციაზე წვდომა, გაგვაგებინეთ რა ხდება!!! რა გზას აშენებს სასაზღვრო ზონაში აზერბაიჯანი?”.

შეგახსენებთ, გავრცელებულ ინფორმაციაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა: ჩვენ გვყავს იქ მესაზღვრეები, თავი შეიკავეთ ემოციური განცხადებებისგან

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...