მამა ანდრია: საკვირაო ლოცვა ჩვეულებრივ ჩატარდება, მრევლს ავუხსნით დისტანცია დაიცვან

ამის შესახებ, საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

“ზიარების წესთან დაკავშირებით არ არის მოსალოდნელი ახალი მსჯელობა. ჩვენ როდესაც ვისმენთ დაავადების გავრცელების სხვადასხვა გარემოებებს, ჩვენ იქ გვაქვს ძალიან ბევრი კომპონენტი, რომელიც გასათვალისწინებელია. მაინცდამაინც ზიარების წესზე ყურადღების გამახვილება არ არის სწორი.

[22 მარტს] საკვირაო ლოცვა ჩვეულებრივ ჩატარდება ამ რეკომენდაციის გათვალისწინებით, რომ დაიცვან დისტანცია. ვიზრუნებთ მრევლს ავუხსნათ, რომ დისტანცია დაიცვან.

სრულიად ალოგიკური არის, რომ 20 კვადრატულ მეტრშიც და 2000 კვადრატულ მეტრშიც ადამიანების ერთი და იგივე რაოდენობაზე იყოს საუბარი. მიზანი არის რომ გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები, რომლებიც მივიღეთ დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან. ”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად