მამა ანდრია მეუფე პეტრეს პასუხობს: საპატრიარქო არ იწვევს სინოდს, კომპეტენცია არ გააჩნია

ასე პასუხობს საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი მამა ანდრია (ჯაღმაიძე), გუშინ “კურიერში” ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს გაკეთებულ განცხადებას, რომელიც 2019 წელს სინოდის სხდომის ჩაუტარებლობას ეხებოდა.

მეუფე პეტრე, საპატრიარქოს ადმინისტრაციას საეკლესიო კანონის დარღვევაში ადანაშაულებს.

ჭყონდიდის მიტროპოლიტი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია  მეორეს და მისი ტახტის მოსაყდრეს მეუფე შიოს მიმართავს, რომ სინოდის სხდომის მოწვევა მათი სურვილის მიხედვით კი არა, საეკლესიო წესის მიხედვით უნდა მოხდეს. მეუფე პეტრეს განცხადებით, საპატრიარქო ვალდებული იყო მღვდელმთავრების შეკრება რამდენიმე თვით ადრე, გაზაფხულზე გაემართა.

რასაც მამა ანდრია facebook-ში  ასე პასუხობს: “სხვადასხვა საჭიროების მიხედვით ზოგიერთ განმარტებებს გავაკეთებ ხოლმე დაინტერესებული ადამიანებისათვის.

-არც ერთხელ წელიწადში, საპატრიარქო არ იწვევს სინოდს, არც გაზაფხულზე, არც შემოდგომაზე და არც წელიწადის სხვა დანარჩენ დროს. უბრალოდ საპატრიარქოს, როგორც ადმინისტრაციას, სინოდის მოწვევის არანაირი კომპეტენცია არ გააჩნია”.

პ.ს. “კურიერში” გავიდა სიუჟეტი “გაუჩინარებული წმინდა სინოდი – საეკლესიო კანონით გათვალისწინებული ვალდებულების მიუხედავად, სხდომა წელს არ ჩატარებულა”

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად