მამა ანდრია: მეუფე იაკობი თავხედია – სჯობს გონს მოეგოს

ასე პასუხობ ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობს მამა ანდრია(სარია).

„ მეუფე იაკობმა ყველაზე მნიშვნელოვანი რაც თქვა , ეს არის სიცრუე.
მან თქვა ისიც რომ მე განმწესებული ვიყავი ზედაზნის მონასტერში და იქ ერთხელ ვარ თურმე ნამყოფი. არადა არ ყოფილა ისეთი შაბათი-კვირა რომ გამეცდინოს.
ჩემი ვარაუდით ეს ადამიანი პირველ რიგში ფლობს იმ კომპრომატებს და სხვათა შორის, ამავე დროს თავხედიცაა.
მეუფეო, უხერხულია ასე ღიად თქვენ ამაზე ლაპარაკობდეთ, სჯობს გონს მოეგოთ“ – განაცხადა მამა ანდრია სარიამ „მთავარ არხთან“.

შეგახსენებთ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მმართველის, მეუფე პეტრეს გარემოცვის წევრს, ინჩხურის მონასტრის წინამძღვარს, მამა ანდრია სარიას მღვდელმოქმედება შეუწყვიტა.

მღვდელმონაზონ ანდრია სარიასთვის მღვდელმსახურების შეჩერების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი  სამართლიანს უწოდებს.

როგორც მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის მეუფე პეტრესავით ჭორიკანა კაცია და თუ საკითხის განხილვა უნდა, შეუძლია საპატრიარქოში მივიდეს და გადაწყვეტილების მიზეზი იკითხოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად