მამა ანდრია: დიახ, ცოდვაში მცხოვრები ადამიანები ეკლესიაშიც არსებობენ

გეი წყვილის შესახებ ფილმზე, რომელიც კინოთეატრებში უნდა გავიდეს, ეკლესია დიდ პროტესტს გამოთქვამს, – ასე პასუხობს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძემ “ტვ პირველის” გადაცემა “ხალხის პოლიტიკის” წამყვანის კითხვას, – ახსენეთ, რომ გარკვეული ჯგუფები ცდილობენ, ეკლესიას მიაყენონ ზიანი და ებრძვიან მას. ამ ჯგუფებში მოიაზრებთ თუ არა ხელისუფლებასაც? – პასუხობს:

“ვერ გეტყვით, არ მინდა ასე დავკონკრეტდე. იმიტომ, რომ განწყობები ყველას ეცვლება. შესაძლოა დღეს არ იყოს და ხვალ აღმოჩნდეს. მე გეტყვით, რომ უახლოეს მომავალში ეკლესიის წინააღმდეგ კვლავ ატყდება ისტერია. იმის გამო, რომ ვიცით, რამდენიმე კინოთეატრში უნდა გავიდეს ფილმი, რომელიც გადაიღეს გეი წყვილის სიყვარულზე, რომელიც ქართული ფასეულობებისა და ქრისტიანული ფასეულობების კიდევ ერთი დაკნინების მცდელობაა ჩვენს საზოგადოებაში და ამაზე ეკლესია გამოთქვამს ძალიან დიდ პროტესტს. ეს ალბათ გახდება მიზეზი ეკლესიაზე კიდევ ერთი ახალი შეტევებისა. ამას იმიტომ ვამბობს, რომ ეკლესიას სულ აქვს საბრძოლველი”, – განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, – შეიძლება ახლა ვიღაცამ გითხრათ, რომ ეს საკითხი თავის წიაღში ვერ გაურკვევიაო და რაღა კინოთეატრებში არკვევსო. რა მნიშვნელობა აქვს ეკლესიისთვის, კინოთეატრებში რომელი ფილმი გადის? – რაზეც მამა ანდრიას პასუხი ასეთია:

“თქვენ მხედველობაში გაქვთ ის, რომ ეკლესიაშიც არსებობენ ცოდვაში მცხოვრები ადამიანები. დიახ, ასეა. უბრალოდ, განსხვავებაა ის, რისთვის არის ეკლესია მოწოდებული. რა არის შინაარსი ეკლესიის არსობისა. რაც შეეხება მეუფე პეტრეს წამოყენებულ ბრალდებებს და ის, რომ მას არ ეძლევა სინოდზე ამისი საშუალება, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. მას უნდა დაეცვა შესაბამისი პროცედურები თუ აპირებდა მსგავსი რაღაცის გაკეთებას და ეს არ გააკეთა”, – განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

შეგახსენებთ, ლევან აკინის ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ”, პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში 8 ნოემბრიდან გამოჩნდება. თუმცა, მას არც მსახიობები და არც გადამღები ჯგუფის წევრები არ დაესწრებიან. მიზეზად მათი უსაფრთხოება სახელდება. ფილმი ქართულ-შვედური პროდუქციაა და უკვე მიიღო რამდენიმე პრიზი. მათ შორის ის გახდა ჩიკაგოს, სარაევოსა და ოდესის კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად