მამა ანდრია: დღეს, პრემიერი ბრძანდებოდა საპატრიარქოში, შევეცადეთ მიგვეღო დაწვრილებითი განმარტებები

” შევეცადეთ მიგვეღო დაწვრილებითი განმარტებები, დღეს, პრემიერი ბრძანდებოდა საპატრიარქოში-ამის შესახებ, საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

” პრემიერ-მინისტრი ბრძანდებოდა საპატრიარქოში დღეს და მოვისმინეთ მისგან, რომ ეკლესიის მსახურებებთან დაკავშირებით 10- კაციანი შეკრების პრინციპი არ არის ბუკვალურად გასაგები

საქმე იმაშია რომ საგანგებო მდგომარეობა, უპირველეს ყოვლისა, თავის მიზნებს ემსახურება. ამ შემთხვევაში მიზანი არის ის რომ სიმჭიდროევა არ იყოს ადამიანების შეკრების დროს, დაცული იყოს დისტანცია…სინოდის გუშინდელ ოქმშიც იყო საუბარი რომ მრევლმა მოქალქეებმა უნდა გაითვალისწინონ დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები.

მივიღეთ განმარტება დღეს ეკლესიაში მსახურებაზე, მრევლის დგომასთან დაკავშირებით. განგვიმარტეს ჩვენ რომ დიდ ტაძარსა და მცირე ზომის ტაძარში ერთნაირი რაოდენობის ადამიანების დგომისა არ არის აუცილებლობა. ეს გულისხმობს უზრუნველყოფას რომ დამსწრე ადამიანებს შორის იყოს შესაბამისი დისტანცია, ის რასაც გვირჩევს ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებთაა კონტროლის ეროვნული ცენტრი”-ამბობს მამა ანდრია ჯაღმაიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად