მალტაში ჟურნალისტის მკვლელობის საქმეზე ბრალი ბიზნესმენს წაუყენეს

ვალეტას სასამართლომ ჟურნალისტ დაფნე კარუანა გალიციას მკვლელობის საქმეზე ბრალი ბიზნესმენ იორჟენ ფენეკს წაუყენა. სასამართლომ მისი ანგარიშების გაყინვა და ბიზნესმენის დააპატიმრება ბრძანა. ის ოფშორული კომპანიების ხელმძღვანელი და თანამფლობელია, რომლის შესახებაც ადრე ჟურნალისტმა დაწერა.

პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კიტ შენბრი და ტურიზმის მინისტრი კონრად მიცი ადრე თანამდებობიდან გადადგნენ, ისინი ბიზნესმენისგან თანხის აღებაში არიან ეჭვმიტანილნი.

ადგილობრივი მედია წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მიმდინარე გამოძიების ფონზე, პრემიერმინისტრი ჯოზეფ მუსკატი ასევე თანამდებობის დატოვებას გეგმავს. როგორც AFP წერს, მოსალოდნელია, რომ პოლიტიკოსი ამის შესახებ უახლოეს მომავალში გამოაცხადებს და 18 იანვარს ოფიციალურად გადადგება.

დაფნე კარუანა გალიცია 2017 წლის შემოდგომაზე დაიღუპა. გამომძიებლების თქმით, მის ნაქირავებ მანქანაში დისტანციური ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, იგი მთავრობის მეთაურსა და მისი ორ უახლოეს თანაშემწეს შორის სავარაუდო კორუფციული გარიგების საქმეს იძიებდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად