მალტაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ამის შესახებ ინფორმაციას timesofmalta ავრცელებს

პორტალის ცნობით, ინფიცირებულია 12 წლის გოგონა, რომელიც ოჯახს შვებულების დროს ახლდა თან ჩრდილოეთ იტალიაში და რომელმაც იტალიიდან დაბრუნებიდან ორი დღის შემდეგ, ხუთშაბათს, თავი ცუდად იგრძნო. პარასკევს ოჯახმა ჯანმრთელობის დაცვის ორგანოებს მიმართა, გოგონა კორონავირუსზე შეამოწმეს და პასუხი დადებითი აღმოჩნდა.
 
ამჟამად გოგონა მალტის საავადმყოფო Mater De-ის ინფექციური დაავადებების განყოფილებაში მოთავსებული, მისი და და მშობლები კი იზოლირებულები არიან.
 
მალტა ევროპის 42-ე ქვეყანა გახდა, სადაც ახალი კორონავირუსით ინფიცირება პირველად დადასტურდა. სულ კი მსოფლიოს 97 ქვეყანაშია დადასტურებული კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები.
 
ამ დროისთვის ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა შეადგენს 102578 კაცს, სრულად გამოჯანმრთელებულთა კი 57700 კაცს. მძიმეა 6137 კაცის მდგომარეობა
 
სულ კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა არის 3501 კაცი
 
ჩინეთი – 3070
იტალია – 197
ირანი – 124
სამხრეთ კორეა – 48
აშშ – 17
საფრანგეთი – 9
ესპანეთი – 8
იაპონია – 6
საკრუიზო გემი “ბრილიანტის პრინცესა” – 6
ერაყი – 4
ავსტრალია – 2
დიდი ბრიტანეთი – 2
ჰონგკონგი – 2
ნიდერლანდები – 1
სან მარინო – 1
ტაივანი – 1
ტაილანდი – 1
ფილიპინები – 1
შვიცარია – 1
 
მოამზადა რაულ კაპანაძემ
კომენტარები
იტვირთება...