მალხაზ თორია: ოკუპაცია ყოველთვის მთავრდება თავისუფლებით, აფხაზეთის ოკუპაციაც აუცილებლად დასრულდება და ჩვენ დავიბრუნებთ ერთმანეთს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ, სენაკის მერთან ლევან კუპრეიშვილთან ერთად შეამკო აფხაზეთის ომის გმირების ბიუსტები.

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სენაკის გამორჩეული შვილის გენო ადამიას ოჯახს საქართველოს ეროვნული გმირის ორდენი გადასცა. გმირის სახელობის გახდება სენაკის პირველი საჯარო სკოლაც.

,,დღევანდელ დღეს, ზუსტად 27 წლის წინ სოხუმი დაეცა, ეს იყო ყველაზე მძიმე დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში. ომი 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და ერთმანეთს დააპირისპირა საზოგადოება, რომელიც ერთად საუკუნეების განმავლობაში თანაცხოვრობდა. აფხაზეთის ომი დღემდე მოგვყვება და იგივე ემოციას ტოვებს თითოეულ ჩვენგანში. ოკუპაცია ყოველთვის მთავრდება თავისუფლებით, აფხაზეთის ოკუპაციაც აუცილებლად დასრულდება და ჩვენ დავიბრუნებთ ერთმანეთს. აფხაზეთის ომს ყავს უამრავი გმირი, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას სიცოცხლე შესწირეს. სენაკს კი ამ ომში აქვს განსაკუთრებული როლი, საქართველოს ეროვნული გმირი ჟიული შარტავა არის ამ ქალაქის შვილი, რომელიც გურამ გაბისკირიასთან ერთად არის მაგალითის მიმცემი, თუ როგორ უნდა გიყვარდეს სამშობლო. დღეს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა გენერალ გენო ადამიას, რომელიც გმირულად დაიღუპა ბრძოლაში, კელასურის ხიდზე. უკვდავება გმირებს!“ – განაცხადა მალხაზ თორიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად