მალხაზ მაჩალიკაშვილის დედა: მორის მარტო ხელები ჰქონდა აწეული, სუფთა ხელებით ვარო და განზე გადგა

“კადრებს ბოლომდე ვუყურე. ვიცოდი კიდეც ჩემი შვილი არაფერ შუაში რომ არ იყო”,-ამის შესახბ, პანკისში სპეცოპერაციის სედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის ბებიამ ელენე მაჩლიკაშვილმა ” ტვ პირველის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

20 ივნისის ღამესთან დაკავშირებით ელენე მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ მის შვილიშვილს ძალადობაში მონაწილეობა არ მიუღია.

“კადრებს ბოლომდე ვუყურე. ვიცოდი კიდეც ჩემი შვილიშვილი არაფერ შუაში რომ არ იყო. ეს აქციები სხვა გზით იყო იქ. მე ნამდვილად არ ვისურვებდი მაგათ ჩარევას.

კადრებს ბოლომდე ვუყურე, ჩემს თვალებს არავითარი საშიშროება არ დაუახავს. მარტო ხელები ჰქონდა აწეული, სუფთა ხელებით ვარო და განზე იდგა. მხოლოდ მაშინ გამოვიდა, როდესაც ცუდად გამხდარი ბიძა, მალხაზ მაჩალიკაშვილი დაინახა და მის გამოსაყვანად წავიდა. თირკმელი ატკივდა და ჩაჭედილი ყოფილა იქ. ეს კადრები ვნახე და საავადმყოფოში წავიდა”,-განაცხადა ელენე მაჩალიკაშვილმა.

ცნობისთვის, 26 წლის მორის მაჩალიკაშვილი სამი დღის წინ დააკავეს. გამოძიება ჯგუფურ ძალადობას, პოლიციელებზე თავდასხმასა და ორგანიზებულად, შტურმით პარლამენტის შენობაში შეჭრას ედავება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად