მალხაზ მაჩალიკაშვილი: ვინმეს მოკვლა რომ მდომოდა, აქამდე მოვკლავდი…

ამის შესახებ პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

“თუ მე რამეში დამნაშავე ვარ, როგორც ესენი [ხელისუფლება] ტყუილების მოყოლას ან ჭორების გავრცელებას კი არ დავიწყებ, რომ ეს არ მითქვამს და ის არ მითქვამს-მეთქი. მე პირდაპირ განვაცხადე, რომ კი მე ეს ვისაუბრე, მაგრამ იქიდან გამომდინარე ვისაუბრე, რომ ესენი არაფრის შანსს არ მიტოვებდნენ და გამწარებული ვიყავი. მაგრამ მე იმის მცდელობა არ მქონია…

იარაღთან და ასაფეთქებელ ნივთიერებებთან შეხება არ მქონია. მე მქონდა ნათქვამი და კიდევ ვიძახი, მე ამ ადამიანებს პოლიტიკურად გავანდგურებ. არ მაქვს სურვილი, რომ ვიღაცა მოვკლა, ეს სურვილი რომ მქონოდა, აქამდე მაგას გავაკეთებდი. მე მაგას საქართველოში არასდროს არ გავაკეთებ და მაგის სურვილიც არ მქონია, რომ ეგ ჩავიდინო”, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...