მალხაზ მაჩალიკაშვილი: სტრასბურგამდე მივიტან ჩემი შვილის საქმეს და დავადგენ სიმართლეს

"როგორც ვიძახდი, ისე გავაკეთებ, რომ სტრასბურგამდეც მივიდეს ეს საქმე და დავადგენ სიმართლეს. ნათქვამი მაქვს და ამ სიმართლეს დავადგენ“, – ამის შესახებ პანკისის ხეობაში, 26 დეკემბერს, სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა, გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

მალხაზ მაჩალიკაშვილი მიიჩნევს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დაწყებული გამოძიებით სიმართლე ვერ დადგინდება, რადგან ასე თუ მოხდა, მისი თქმით, სახელწიფო საიდუმლოება გამჟღავნდება.

„ქისტებში, გამოძიების თაობაზე არანაირი სიახლე არ არის. არანაირი კომუნიკაციები აღარ ყოფილა. დღემდე, ყოველდღე ველოდებით, რომ რამე სიახლე იყოს. მე, სიმართლე გითხრათ, იმედი სულაც არ მაქვს, რომ გამოძიება დადებით შედეგს დადებს. ჩემი იმედები უკვე ამოწურულია გამოძიებასთან და ხელისუფლებასთან დაკავშირებით. როგორც ასეთი, ეს სახელწიფო საიდუმლო იქნება მათთვის და რამდენადაც ვიცი, არც იმ ადამიანებს გაასამართლებენ, ვინც დამნაშავეა. ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ არ გაასამართლონ და ისე დატოვონ სახელმწიფო საიდუმლოებაში, იმიტომ რომ თუ გაასამართლეს, ამათი შეცდომები გამოაშკარავდება. როგორც ვიძახდი, ისე გავაკეთებ, რომ სტრასბურგამდეც მივიდეს ეს საქმე და დავადგენ სიმართლეს. ნათქვამი მაქვს და ამ სიმართლეს დავადგენ“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი, 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად