მალხაზ მაჩალიკაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

რუსთაველის გამზირზე წუხელ დაკავებული მალხაზ მაჩალიკაშვილი მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა, – ამის შესახებ ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.

მალხაზ მაჩალიკაშვილი გუშინ პარლამენტთან შემდგარ სოლიდარობის აქციაზე იმყოფებოდა და ის ამ აქციის მონაწილე ერთადერთი დაკავებულია. როგორც შსს-ში “აიპრესს” უთხრეს, ალხაზ მაჩალიკაშვილი გუშინ დაკავებულ პირთა შორისაა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო

საქმეზე შემდეგი სასამართლო პროცესი 23 ივლისს ჩაინიშნა. მალხაზ მაჩალიკაშვილს დაუმორჩილებლობას, წვრილმან ხულიგნობას და ცივი იარაღის ტარებას ედავებიან.

კომენტარები
იტვირთება...