მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტში შესვლას და თადუმაძისთვის კითხვების დასმას ვერ ახერხებს

„აიპრესისთვის“ ცნობილი გახდა, რომ მაჩალიკაშვილის პარლამენტში შესასვლელად საშვი დაშვებულია, მაგრამ ის მარტო არ იმყოფება, რის გამოც პარლამენტში შესვლას ვერ ახერხებს.

პარლამენტის შესავლელთან მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. იქვე იმყოფება “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი თინათინ ბოკუჩავა, რომელიც ცდილობს, მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტში შეიყვანოს.

„კითხვის უფლება თუ მაქვს, დავუსვამ კითხვას. იმდენი კითხვა დამიგროვდა ამ ორი წლის განმავლობაში, არც ვიცი საიდან დავიწყო. მთავარი კითხვა მაქვს, რატომ ატყუებს გენერალური პროკურორი ხალხს, მე, საქართველოს. რატომ არის მატყუარა”,-აცხადებს მაჩალიკაშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი, თინა ბოკუჩავა პარლამენტის შენობასთან იმყოფება, რათა მაჩალიკაშვილი იურიდიული კომიტეტის სხდომაზე შეიყვანოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად