მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის შენობაში შევიდა

მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის შენობაში იმყოფება. მას დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში პარლამენტში შემოსვლის საშუალებას არ აძლევდნენ.

მალხაზ მაჩალიკაშვილს სურს, რომ დაესწროს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომას, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, გენერალურ პროკურორ შალვა თადუმაძეს უსმენენ.

ამ დროისთვის უცნობია, მიეცემა თუ არა მას უშუალოდ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დასწრების საშუალება, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შალვა თადუმაძის მოსმენა მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად