მალხაზ მაჩალიკაშვილი: დღევანდელ დღეს ივანიშვილის გული ვერ გაუძლებს

ჩვენ ერთად გავანადგურებთ ამ სატანა ბიძინა ივანიშვილს. ბიძინა ივანიშვილი ისედაც განადგურებულია. ჩვენ ეს ხელისუფლება უნდა დავანგრიოთ”- ამის შესახებ, პანკისში სპეცოპერაციისას მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

“დღევანდელ დღეს ივანიშვილის გული ვერ გაუძლებს. მე უკვე არ მახსოვს რამდენ დღეს ითვლის ეს ყველაფერი. ამასობაში 3 მთავრობა მაქვს გამოცვლილი. სამი მთავრობა! ამ სამ მთავრობაში ვერცერთი ადამიანი ვერ ვნახე ვისაც ჰქონდეს ღირსება, კაცობა, ვაჟკაცობა რომ ეღიარებინათ რაც ჩაიდინეს პანკისის ხეობაში. რა ტრაგედიაა დაატრიალეს მაჩალიკაშვილების ოჯახში. დღესაც კი გრძელდება ეს უბედურება. მართალია, დავიღალე, ამ უსამართლობით, ამ უთანასწორო ბრძოლით.”- განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქცია, 94 დღეს კვლავ განახლდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად