მალხაზ ჯალაღონია: დღევანდელი შედეგი ვერ ასახავს ხალხის რეალურ განწყობას

გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატის მალხაზ ჯალაღონიას განცხადებით,, რომელიც პროტესტის ნიშნად მეორე ტურში არ მონაწილეობას, დღევანდელი შედეგი ვერ იქნება ხალხის რეალური განწყობის ამსახველი.

ჯალაღონიას თქმით, მეორე ტურში მონაწილეობის მიღება ნიშნავს, რომ ვაღიარებთ პირველი ტურის შედეგებს.

“მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას ასევე იმიტომ არა აქვს აზრი, რომ არის იგივე საარჩევნო ადმინისტრაცია. მესამე მიზეზი არის ის, რომ ჩვენი ამომრჩეველი გვეუბნებოდა, რომ მეორე ტურში არ მივიდოდა არჩევნებზე. რა თქმა უნდა, დღევანდელი შედეგი ვერ ასახავს ხალხის რეალურ განწყობას. დღეს დილით ბატონმა ივანიშვილმა ბრძანა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. ხელისუფლების წარმომადგენლები მუდმივად საუბრობენ იმაზე, რომ ოპოზიციის კანდიდატები ჩუმად მოვუწოდებთ ამომრჩევლებს კენჭისყრაში მონაწილეობისკენ, რაც ასევე ტყუილია. შედეგებს რაც შეეხება, არ დასვამენ 100%-ს 0% ზე, ვფიქრობ ისე გააკეთებენ, რომ იყოს 57 % 43%-თან”, – განაცხადა ჯალაღონიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად