მალე – სალომე ბაკურაძის ახალი კლიპი და კომპოზიცია “აღარ გიცდი” (ფოტორეპორტაჟი)

მალე მაყურებელი მომღერალი სალომე ბაკურაძის ახალ კლიპს იხილავს – კომპოზიციაზე “აღარ გიცდი” ვიდეორგოლის გადაღება უკვე მიმდინარეობს. ახალი სიმღერა სალომემ სტუდია “ბრავო რეკორდსში” ჩაწერა.

სიმღრის მელოდია გელა გნოლიძეს ეკუთვნის, ტექსტის ავტორი კი სოსო თოლორაიაა. სიმღერის ახალი ვერსიის არანჟირებაზე ბორიკო შხაიანმა იმუშავა.

ვიდეორგოლის რეჟისორი ნესტან სინჯიკაშვილია, ოპერატორი – ლევან ლეკიაშვილი.

ახალი კლიპის გადაღბა სელფების მუზეუმში მიმდინარეობს და სულ მალე დასრულდება.

“მოლოდინი და პასუხისმგებლობა კიდევ უფრო დიდი მაქვს, რადგან მარტო ვარ და ვერავის ვუნაწილებ ამ პასუხისმგებლობას, თუმცა ჩემი უსაყვარლესი მეგობრები და ადამიანები ჩემთან ერთად არიან და ვფიქრობ, მათი დახმარებით ძალიან საინტერესო, ლამაზი და ფერადი კლიპი უნდა გამოვიდეს” – განაცხადა სალომე ბაკურაძემ გადასაღებ მოედანზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...