მალდინი: მე და ჩემი ვაჟი 1 კვირაში გამოვჯანმრთელდებით, თქვენი შემხედვარე ვამაყობთ, რომ იტალიელები ვართ

ლეგენდარული იტალიელი ვეტერანი ფეხბურთელი პაოლო მალდინი Instagram-ში ვიდეომიმართვას ავრცელებს. ფეხბურთელი მადლობას უხდის როგორც ხალხს, ისე ექიმებს, ექთნებსა თუ სამართალდამცველებს.

“მე და ჩემი ვაჟი მშვენივრად ვართ და შევძლებთ, დაახლოებით ერთ კვირაში ვირუსს თავი დავაღწიოთ.

მადლობა ყველას, ვინც ჩემი და დანიელის ჯანმრთელობით დაინტერესდა და ჩვენ მიმართ სიყვარული გამოხატა. ასევე დიდი მადლობა ყველა ექიმს, ექთანს, ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულ თითოეულ ადამიანს, სამართალდამცავებს, რომლებიც საგანგებო რეჟიმში უდიდესი გამბედაობითა და პროფესიონალიზმით მუშაობენ. თქვენი შემხედვარე ვამაყობთ, რომ იტალიელები ვართ”, – აცხადებს პაოლო მალდინი ვიდეომიმართვაში.

ლეგენდარულ იტალიელ მცველს პაოლო მალდინსა და მის ვაჟს, “მილანის” ფეხბურთელ დანიელ მალდინის კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდგინდათ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად