მალაიზიის ხელისუფლებამ ჩრდილოეთ კორეის ელჩი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

მალაიზიის ხელისუფლებამ კუალა ლუმპურში ჩრდილოეთ კორეის ელჩი, კანა ჩჰოლია პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა,-ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

ჩრდილოეთ კორეის დიპლომატს ქვეყნის დატოვების უფლება მომდევნო 48 საათის განმავლობაში აქვს. სააგენტოს ცნობით, მალაიზიის ხელისუფლების გადაწყვეტილება კუალა ლუმპურის აეროპორტში ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ნახევარძმის კიმ ჩენ ნამის მკვლელობას უკავშირდება.

თებერვალში ჩრდილოეთ კორეის ელჩმა განაცხადა, რომ ფხენიანი კიმ ჩენ ნამის მკველელობის საქმის გამოძიებაში მალაიზიის ხელისუფლებას არ ენდობოდა. მან ასევე „უცხო ძალები შეთქმულებაში“ დაადანაშაულა.

მალაიზიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელჩს აღნიშნული კომენტარის გამო ბოდიშის მოხდა მოსთხოვა, თუმცა დიპლომატს რეაგირება არ მოუხდენია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...